კონგოში ვულკანი ნიირაგონგო ამოიფრქვა
კონგოში ვულკანი ნიირაგონგო ამოიფრქვა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკანი ნიირაგონგო ამოიფრქვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვულკანის ამოფრქვევას პანიკა მოჰყვა მთის მახლობლად განთავსებულ ქალაქ გომაში, რომლის მოსახლეობა რუანდის საზღვრისკენ გაქცევას ცდილობს.

ვულკანოლოგის, დარიო ტედესკოს განცხადებით, ქალაქს საფრთხე არ ემუქრება და ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა რუანდის საზღვრისკენ მიედინება. გარდა ამისა, გაერო-ში განაცხადეს, რომ ლავა არც ერთი მჭიდროდ დასახლებული პუნქტისკენ არ მიედინება.

კონგოს რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კინშასაში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება არსებულ სიტუაციას.

ვულკანი ნიირაგონგო ბოლოს 2002 წელს ამოიფრქვა და 250 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 120 ათასი ადამიანი კი, უსახლკაროდ დარჩა.