კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპულ მუშებს შესაძლოა, დამცავი ღვედი არ ჰქონდათ შეკრული
კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპულ მუშებს შესაძლოა, დამცავი ღვედი არ ჰქონდათ შეკრული

კომპანია „მჯ ალიანსის“ გენერალური დირექტორი ზაზა იჩქიტიძე აცხადებს, რომ ორთაჭალაში, სადაც სამი მუშა მშენებლობიდან ჩამოვარდა გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც  ​ზაზა იჩქიტიძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის კომპანიას დაქირავებული ჰყავდა სპეციალური სამსახური.

„ერთი შეხედვით, ვიზუალური შეხედვით ჩანს, რომ სამშენებლო კალათაზე იმყოფებოდა რამდენი მუშა, ისიც არ ვიცი ზუსტად, ქვემოთ იდგე რომელიმე თუ სამივე ზემოთ, ზუსტად არ ვიცი. მოხდა ბაგირის გაწყვეტა, რამ გაწყვიტა ბაგირი, არ ვიცით. სამუხრუჭე ბაგირმა, როგორც ჩანს არ დაიჭირა. რატომ მოხდა ეს ამას ექსპერტიზა დაადგენს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. მათ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედები, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყვნენ ამ ღვედებით დამაგრებულები, თუმცა დაზუსტებით არც ეს ინფორმაცია ვიცი. დამაგრებულები რომ ყოფილიყვნენ, ის დაიჭერდა და შესაძლებელი იქნებოდა გადარჩენა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ვერსიით ე.წ რემნები არ ჰქონდათ დამაგრებული“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა დღეს გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი,  „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მესამე დაშავებული ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.