ორთაჭალაში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი მუშა კლინიკაში გარდაიცვალა
ორთაჭალაში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი მუშა კლინიკაში გარდაიცვალა

ორთაჭალაში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მუშა „ამტელ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა.

ამის შესახებ პირველ არხს „ამტელ ჰოსპიტალში“ განუცხადეს.

როგორც კლინიკის ექიმი ვასილ გოგიტავა აცხადებს, დაშავებული საავადმყოფოში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით შეიყვანეს.

„პაციენტი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, აღენიშნებოდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ორმხრივი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. გამოხატული იყო მოტეხილობები, მარცხენა ქვემო კიდურის, მარჯვენა ზემო კიდურის, ხერხემლის მოტეხილობა, გულ-მკერდის მოტეხილობა. გდავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, თუმცა მოხდა გულის გაჩერება”, – განაცხადა კლინიკის ექიმმა.

თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა დღეს გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.