კობი ბრაიანტის მაისური აუქციონზე 7 მილიონ დოლარად გაიყიდება #1TVSPORT
კობი ბრაიანტის მაისური აუქციონზე 7 მილიონ დოლარად გაიყიდება #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ხუთგზის ჩემპიონის, კობი ბრაიანტის მაისური თებერვალში აუქციონზე, შესაძლოა, შვიდ მილიონ დოლარად გაიყიდოს, – იტყობინება ჟურნალი Forbes-ი.

„სოტბის“ აუქციონის სახლის მონაცემებით, ბრაიანტს 2007-08 წლების სეზონში 24-ნომრიანი მაისური 25 მატჩში ეცვა. მაშინ ის კარიერაში პირველად და ერთადერთხელ აღიარეს სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ. იმ სეზონში კობი საშუალოდ მატჩში 28.5 ქულას აგროვებდა.

კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს 41 წლის ასაკში ვერტმფრენის კატასტროფისას დაიღუპა.

ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ნივთი, რომელიც აუქციონზე გაყიდულა, „ჩიკაგოს“ კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაისურია, რომელშიც 2022 წლის ოქტომბერში 10.1 მილიონი დოლარი გადაიხადეს.