კობა გვენეტაძე – მამუკა ხაზარაძეს ავთო წერეთელთან მეგობრული ურთიერთობის შესახებ უნდა განეცხადებინა, რის საფუძველზეც წერეთლის კომპანიებზე სესხები ამ ფორმით ვეღარ გაიცემოდა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ავთო წერეთელი მისი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი იყო წლების განმავლობაში , – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს სწორედ ის კრიტერიუმებია, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება ბანკის ე.წ. ინსაიდერების დადგენა.
მისივე თქმით, სხვა მიზეზებზე რომ არ იყოს საუბარი, აღნიშნული ფაქტორების გამო, მამუკა ხაზარაძეს ამ ურთიერთობების შესახებ უნდა განეცხადებინა, რის შემდეგაც სესხები, გაცემის მომენტშივე, ე.წ. ინსაიდერულად დაკლასიფიცირდებოდა და აღნიშნული სესხების ამ ფორმით გაცემა ვეღარ მოხდებოდა.
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ავთო წერეთელი არის მისი მეგობარი და პარტნიორია.