ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა – გაურკვეველი ვადით გადაიტანოს კლუბებს შორის მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატი.
ტურნირი უნდა გამართულიყო 17 ივნისიდან 4 ივლისამდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც უეფამ ევრო 2020 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიტანა, ფიფამ გადაწყვიტა დაეშორებინა ერთმანეთისგან ეს ორი ტურნირი.
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ვადების შესახებ არაფერს იტყობინებიან.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით უნდა გამართულიყო. ტურნირი გაიმართება ოთხ წელიწადში ერთხელ და მასში მონაწილეობას მიიღებს 24 კლუბი.