კლუბ „ბასიანთან“ დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ
კლუბ „ბასიანთან“ დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

დაკავებულმა, 40 წლის მამაკაცმა ადვოკატის აყვანაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, კლუბ „ბასიანთან“ სროლა 12 იანვარს, გამთენიისას მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, მათგან ორს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მესამე დაშავებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

დატოვე კომენტარი