არსებული ინფორმაციით, კლუბ „ბასიანთან“ სროლა იყო
არსებული ინფორმაციით, კლუბ „ბასიანთან“ სროლა იყო

თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ ცოტა ხნის წინ სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები. ერთ-ერთი ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

მომხდარის შემდეგ, კლუბის სტუმრებს საპატრულო პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.

საქართველოს პირველი არხი მომხდარის დეტალების გასაგებად შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაციას აზუსტებენ.

ფოტოს შემთხვევის ადგილიდან კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.