კლინსმანს 55-ე დაბადების დღე გერმანიის ნაკრებმა მიულოცა
კლინსმანს 55-ე დაბადების დღე გერმანიის ნაკრებმა მიულოცა

გერმანიის ნაკრებმა ლეგენდარულ იურგენ კლუნსმანს დაბადების დღე მიულოცა. დღეს, 30 ივლისს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს 55 წელი შეუსრულდა.


კლინსმანმა ფეხბურთის თამაში რვა წლის ასაკში დაიწყო. მან ყველა, მათ შორის მეკარის, პოზიციაზე მოსინჯა ძალები. თავდამსხმელმა პროფესიონალური კარიერა 16 წლის ასაკში „შტუტგარტ კიკერსში“ დაიწყო. შემდეგ მას ბევრ ევროპულ კლუბებში უასპარეზია. იგი თამაშობდა – „მონაკოში“, „ინტერში“, „სამპდორიაში“ ,„ბაიერნში“და ინგლისურ „ტოტენჰემში“.

კლინსმანი ხელმძღვანელობდა გერმანიის და ამერიკის ეროვნულ ნაკრებებს 2006 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატების დროს. მუშაობდა მიუნხენის „ბაიერნში“. იურგენი ამჟამად ტელეარხ „არ თი ელზე) (RTL) გერმანიის ნაკრების მატჩებზე ექსპერტად მუშაობს.