კანი, ბალაკი და კლინსმანი გერმანული ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრები გახდნენ #1TVSPORT
კანი, ბალაკი და კლინსმანი გერმანული ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრები გახდნენ #1TVSPORT

გერმანული ფეხბურთის დიდების დარბაზში ახალი წევრები შეიყვანეს. ისინი ჯერ კიდევ 2019 წელს იყვნენ წარდგენილები, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, მიღების ოფიციალური ცერემონია მხოლოდ 2021 წლის 27 მაისს შედგა.

გერმანიის ფეხბურთის დიდების დარბაზი 2018 წელს შეიქმნა. 2021 წელს მისი ახალი წევრები გახდნენ: ოლივერ კანი, ვოლფგანგ ოვერატი, ბერტი ფოგთსი, კლაუს ფიშერი, მიხაელ ბალაკი, რუდი ფიოლერი, ანდრეას მიოლერი, ჰანს-იურგენ დერნერი, ჰელმუტ შიონი და იურგენ კლინსმანი.