იურგენ კლინსმანის ფავორიტები მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა და ბრაზილია არიან - ვისურვებდი არგენტინის მოგებას, განსაკუთრებით მესის გამო # 1TVSPORT
იურგენ კლინსმანის ფავორიტები მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა და ბრაზილია არიან - ვისურვებდი არგენტინის მოგებას, განსაკუთრებით მესის გამო # 1TVSPORT

ლეგენდარულმა გერმანელმა ფორვარდმა იურგენ კლინსმანმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მთავარ პრეტენდენტებად არგენტინა და ბრაზილია დაასახელა.

„სიმართლე ითქვას, იმისთვის, რომ ფავორიტი აირჩიო, უნდა ნახო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები. არგენტინა და ბრაზილია – ფავორიტები არიან ევროპულ ნაკრებებთან შედარებით. ისინი ძლიერ მოტივირებული გუნდები არიან, რომლებსაც ძალიან უნდათ ყატარში გამარჯვება.

შემდეგ, ცხადია, მოდიან ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და პორტუგალია. მაგრამ, ეჭვგარეშეა, მათ ძალიან გაუჭირდებათ სამხრეთამერიკელების დამარცხება. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის შემდეგ, არგენტინას ორჯერ უნდა მოეგო ტურნირი.

შესაძლოა, ეს ყატარში მოხდეს. რატომაც არა? მინდა, რომ ეს ასე იყოს, განსაკუთრებით მესის გამო. ვისურვებდი ამ ჩემპიონატზე გამარჯვება მისთვის საშობაო საჩუქარივით გახდეს“, – განაცხადა კლინსმანმა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.