„ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯოშუა კიმიხი 2021 წლის შედეგების მიხედვით გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
გულშემატკივრების გამოკითხვაში კიმიხმა 33.8 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა „ჩელსის“ ნახევარმცველი კაი ჰავერცი (22.7%), მესამეზე – „ბაიერნის“ გარემარბი ლეროი სანე (13,6%).
2020 წელს ანალოგიურ გამოკითვაში გაიმარჯვა „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა.