კილიან მბაპემ ილაპარაკა იმ ხუმრობასთან დამოკიდებულებაზე, რომლითაც მას დიქტატორს ადარებენ #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ უპასუხა შეკითხვას – როგორი დამოკიდებულება აქვს იმ ხუმრობაზე, რომ ის „საფეხბურთო დიქტატორია“.
„ერთის მხრივ, ეს სახალისო და სასაცილოა, რადგან ზოგიერთი ადამიანი ამას უწყინარ ხუმრობად აღიქვამს. მეორეს მხრივ, სულაც არ არის სასაცილო, რადგან ყველამ ვიცით, რა ზიანი მიაყენეს მათ კაცობრიობას მთელი ისტორიის განმავლობაში. როდესაც გადარებენ მკვლელებს, რომლებმაც მილიონობით ადამიანი გააუბედურეს… არ მგონია, ასეთი რამ გავაკეთო ჩემს ცხოვრებაში. ასე რომ, აქ ყველაფერი ერთმანეთშია არეული.
ერთის მხრივ, ვიცი, რომ ეს ხუმრობაა და ჩემთვის ცუდი არ უნდათ, თუმცა, ხანდახან, ეს ხალხის არასაკმარის პოლიტიკურ და ადამიანურ ცნობიერებაზე მეტყველებს.
დემბელე ხუმრობს ხოლმე ამაზე? მან ეს სოციალური ქსელებიდან აიღო. მისთვის ეს უბრალოდ ხუმრობაა“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.