კილიან მბაპემ დაუშვა, რომ შეიძლება კარიერა „ოქროს ბურთისა“ და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე დაასრულოს #1TVSPORT
კილიან მბაპემ დაუშვა, რომ შეიძლება კარიერა „ოქროს ბურთისა“ და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე დაასრულოს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ უპასუხა შეკითხვას, წარმოუდგენია თუ არა კარიერის დასრულება „ოქროს ბურთისა“ და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე.
„დიახ. გამარჯვება მოედანზე მიიღწევა. რა თქმა უნდა, „ოქროს ბურთი“ ხმებზეც არის დამოკიდებული. თუმცა, სანამ 10 წლით შორს გაიხედავ, ჯერ აწმყოს უნდა შეხედო. მიმდინარე წელს „ოქროს ბურთის“ მიღების შესანიშნავი შანსი მაქვს“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.