კილიან მბაპემ დაასახელა ექვსი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთა განვითარებას თვალს ადევნებს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ უპასუხა შეკითხვას ფეხბურთელებზე, რომელთა განვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს.
„არ მინდა გვარების დასახელება, რადგან შეიძლება ვინმე დამავიწყდეს… ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ თუ ავარჩევთ 10 ან 15 საუკეთესო ფეხბურთელს, მათ შორის მოხვდება ლამინ იამალი. მას ყველაფერი აქვს.
მომწონს ესტევაო, მას განსაკუთრებული კრეატიულობა აქვს. არდა გიულერს შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს „რეალში“. ენდრიკს გააჩნია პოტენციალი, ის ბომბარდირია. ზაირ-ემერისა და დუეს ექნებათ ბრწყინვალე კარიერა“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.