კილიან მბაპე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ აღიარეს
კილიან მბაპე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ აღიარეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა თავმდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დაასახელეს.

ნომინაციას საფრანგეთისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული გამოცემა France Football აწესებს.

„ხალხი ფიქრობს, რომ მე შევიცვალე, მაგრამ ეს ასე არ არის. მე ძველებური აზარტით ვცდილობ, საკუთარ გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო – განაცხადა მბაპემ. – ჩემში ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ ახლა თამაშს საკუთარ თავზე ხშირად ვიღებ, რასაც 17-18 წლის ასაკში ნაკლებად ვბედავდი, რადგან იმ დროს ჯერ ბევრი არაფერი მქონდა დამტკიცებული. ახლა კი ჩემზე დიდი პასუხისმგებლობაა და რისკზე წასვლას უნდა მოვერიდო“.

დატოვე კომენტარი