უკრაინელმა ნახევარმცველმა, ივან ჟელიზკომ პოლონეთის სახელით თამაში გადაწყვიტა #1TVSPORT

22:35, 10.11.2026

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ივან ჟელიზკომ საფეხბურთო მოქალაქეობა შეიცვალა და პოლონეთის სახელით თამაში გადაწყვიტა.

ივან ჟელიზკო ლვოვის „კარპატის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი და უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრია, ამჟამად კი ბულგარულ „ლუდოგორეცში“ თამაშობს.

პოლონელი ჟურნალისტი მაცეი სლომინსკი ვარაუდობს, რომ მოქალაქეობის ეს ცვლილება ჟელიზკოს გზას გაუხსნის, მომავალში პოლონეთის ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვას.

„ივან ჟელიზკომ პოლონეთის მოქალაქეობა მიიღო. ახლა პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მომავალი წლების განმავლობაში ექვსი ნომრის პოზიციის გამო სანერვიულო აღარ ექნება“, — დაწერა სლომინსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე.

მსგავსი