„პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა თავმდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დაასახელეს.
ნომინაციას საფრანგეთისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული გამოცემა France Football აწესებს.
„ხალხი ფიქრობს, რომ მე შევიცვალე, მაგრამ ეს ასე არ არის. მე ძველებური აზარტით ვცდილობ, საკუთარ გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო – განაცხადა მბაპემ. – ჩემში ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ ახლა თამაშს საკუთარ თავზე ხშირად ვიღებ, რასაც 17-18 წლის ასაკში ნაკლებად ვბედავდი, რადგან იმ დროს ჯერ ბევრი არაფერი მქონდა დამტკიცებული. ახლა კი ჩემზე დიდი პასუხისმგებლობაა და რისკზე წასვლას უნდა მოვერიდო“.