კილიან მბაპე - მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი ოცნების კლუბს შევუერთდი #1TVSPORT
კილიან მბაპე - მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი ოცნების კლუბს შევუერთდი #1TVSPORT

დღეს, 3 ივნისს „სამეფო კლუბმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ კილიან მბაპე „რეალის“ ფეხბურთელია. ამ ფაქტს თავად კილიან მბაპეც გამოეხმაურა:

„ჩემი ოცნება ახდა. მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი ოცნების კლუბს შევუერთდი. ვერავინ გაიგებს, როგორი აღტაცებული ვარ ახლა. მადრიდისტებო, მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას, მადლობა დაუჯერებელი ქომაგობისთვის. ჰალა, მადრიდ!“ – წერს საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი.

კილიან მბაპემ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. 2023/24 წლების სეზონში მან პსჟ-ის შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 44 გოლი და ათი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.