კილიან მბაპე - დავრჩები თუ არა „პარი სენ-ჟერმენში“, ოჯახთან ერთად გადავწყვეტ
პსჟ-ს თავდმამსხმელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, კილიან მბაპემ პარიზულ გრანდში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვიღებ. მიმაჩნია, რომ ეს სწორი მიდგომაა, – აცხადებს კილიან მბაპე. – ოჯახი წინსვლაში მეხმარება და სწორედ უახლოესი ადამიანების დახმარებით აღმოვჩნდი იქ, სადაც ახლა ვარ. ოჯახის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
რთულ სიტუაციებში ჩემი მშობლები ყოველთვის მხარს მიჭერენ, სწორი არჩევანის გაკეთებაში მეხმარებიან. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა“, – ამბობს მსოფლიო და ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავი.
კილიან მბაპეს კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2022 წელს იწურება და საფეხბურთო სამყარო დიდი ინტერესით აკვირდება მსოფლიოს ერთ-ერთი სუკეთესო ახალგარზდა ფორვარდის კარიერის გაგრძელებას.