კილიან მბაპე – ბოლო წელს პსჟ-ში ჩემს გარდა ვარსკვლავი არავინ იყო #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, ფეხბურთელებში ეგოს სიდიდე არ არის დამოკიდებული მათი ცნობადობის დონეზე.
„ეგო ყველა გასახდელშია, იმ გასახდელებშიც კი, სადაც ვარსკვლავები არ არიან. „პარი სენ-ჟერმენში“ ჩემი გამოსვლის ბოლო წელს, ჩემს გარდა, ვარსკვლავი არ ყოფილა. დემბელე ნამდვილ ვარსკვლავად მხოლოდ ამის შემდეგ იქცა.
ხალხისთვის ეგო ყოველთვის ვარსკვლავებთან ასოცირდება. თუმცა მინახავს ფეხბურთელები, რომლებისთვისაც ფოტო არ უთხოვიათ, ავტოგრაფი არ გამოურთმევიათ, მაგრამ უზარმაზარი ეგო ჰქონიათ. თუმცა ეგო ბევრ ადამიანს აქვს, არა მხოლოდ ფეხბურთელებს. იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ვერ ხედავთ, მაგალითად, ოფისებში“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.