კიკბოქსინგი | ლუკა შონია ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე, კიკბოქსინგში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა შონიამ (75 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ნახევარფინალურ შეხვედრაში შონიამ პოლონელი იაკუბ პოკუსა 3:0 დაამარცხა.
ფინალური ორთაბრძოლა 2 ივლისს, 15:45 საათზე გაიმართება. შონიას მეტოქე უკრაინელი ტიმურ ბრიკოვი იქნება.