საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. მეოთხედფინალში ქართველებმა თურქები მარტივად – 4:1 დაამარცხეს.

შეჯიბრზე წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), გურამ თუშიშვილმა (+90), ეთერ ლიპარტელიანმა (-57) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73).

მეოთხედფინალში საკუთარი დაპირისპირება სოფიო სომხიშვლმა (+70) დათმო.

მესამე ევროპული თამაშების ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე იტალიის ეროვნული გუნდი იქნება. ​

საქართველოს ნაკრები ევროპულ თამაშებზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).