კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი - თავად ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რასაც ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ
კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი 68 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
როგორც ლავრის წინამძღვარი პაველი აცხადებს, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება ორი სასულიერო პირი, ხოლო დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან.
მიტროპოლიტმა, რომელიც თავადაც იყოს ინფიცირებული „კოვიდ-19“-ით მადლობა გადაუხადა ექიმებს.
„მე თავადაც გახლდით საავადმყოფოში და ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რომელსაც ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა პაველმა.
მანამდე, კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი პაველი უკრაინაში დაწესებული შეზღუდვების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებდა და მორწმუნეებს მოუწოდებდა, ეკლესიაში მსახურებაზე მისულიყვნენ.