კიდევ ერთი სენსაცია მუნდიალზე - მსოფლიოს ორი ჩემპიონის ჯგუფიდან ესპანეთი და იაპონია გავიდნენ, გერმანია ჩემპიონატს დაემშვიდობა [ვიდეო] #1TVSPORT
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არც მესამე ტურს ჩაუვლია სენსაციების გარეშე. E ჯგუფში ორი მსოფლიო ჩემპიონი, გერმანია და ესპანეთი მოხვდნენ, რომელთა პლეი-ოფში გასვლას კითხვის ნიშანი არ უნდა დასმოდა.
თუმცა ბოლო ტურში, მატჩების დასრულებამდე 20 წუთით ადრე საოცარი სიტუაცია შეიქმნა: ერთნაირი ანგარიშით 2:1, იაპონია ესპანეთთან დაწინაურდა, კოსტა რიკა კი – გერმანიასთან. ასეთი შედეგებით მერვედფინალში იაპონია და კოსტა რიკა გადიოდნენ…
ორივე მატჩი ლოგიკურად დაიწყო. მეათე წუთზე ესპანელმა მორატამ იაპონიას თაური დარტყმით გაუტანა და მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა. ამ მომენტისთვის ბომბარდირთა დავას ხუთი ფეხბურთელი ლიდერობს: მორატა, გაკპო, მბაპე, ვალენსია და რეშფორდი. ყველას 3-3 გოლი აქვს გატანილი.
როგორც ჩანს, სწრაფმა გოლმა ესპანეთს მეტი თავდაჯერება და დამშვიდების საბაბი მისცა. ეს კი მსოფლიო ჩემპიონატზე არავის ეპატიება. იაპონიის ნაკრებმა მეორე ტაიმი სწორედ ისე დაიწყო, როგორც პირველ ტურში გერმანიასთან – სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა და 2:1 დაწინაურდა.
იაპონიის წინ გასვლა კი იმას ნიშნავდა, რომ გერმანელებს, რა სხვაობითაც უნდა მოეგოთ, მერვედფინალში მაინც ვერ გავიდოდნენ.
ისევე როგორც ესპანეთმა, მატჩი გერმანიამაც დამაჯერებლად დაიწყო და მორატას მსგავსად, გნაბრიმაც თავით გაიტანა. ევროპელები მე-10 ნომერმა მე-10 წუთზე 1:0 დააწინაურა.
საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე როგორც იაპონიამ, ასევე კოსტა რიკამ ორ-ორი გოლის გატანა მოახერხეს და ამ მოცემულობით პლეი-ოფში სწორედ ისინი გავიდოდნენ.
თუმცა გერმანიის ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული – ბოლო 15 წუთში სამი გოლი გაიტანა და მატჩი 4:2 მოიგო.
ისინი ესპანეთის იმედადღა იყვნენ, რომელსაც ერთი გოლი რომ გაეტანა და მატჩი ფრედ დაესრულებინა, მერვედფინალში ესპანეთი და გერმანია გავიდოდნენ. თუმცა ყველაფერი გერმანიის საწინააღმდეგოდ მოხდა – მოიგო იაპონიამ და პლეი ოფში ესპანეთი და იაპონია გავიდნენ.
ესპანეთი 1/8 ფინალში მაროკოს შეხვდება, იაპონია – ხორვატიას. გერმანიის ნაკრები კი ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩარჩა ჯგუფში.
E ჯგუფი
ტური |
თარიღი |
დრო |
თამაში |
ანგარიში |
I ტური |
23.11.2022 |
17:00 |
გერმანია-იაპონია |
1:2 |
I ტური |
23.11.2022 |
20:00 |
ესპანეთი-კოსტა რიკა |
7:0 |
II ტური |
27.11.2022 |
14:00 |
იაპონია-კოსტა რიკა |
0:1 |
II ტური |
27.11.2022 |
23:00 |
ესპანეთი-გერმანია |
1:1 |
III ტური |
01.12.2022 |
23:00 |
კოსტა რიკა-გერმანია |
2:4 |
III ტური |
01.12.2022 |
23:00 |
იაპონია-ესპანეთი |
2:1 |
E ჯგუფი |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
იაპონია |
3 |
2 |
0 |
1 |
4-3 |
6 |
2 |
ესპანეთი |
3 |
1 |
1 |
1 |
9-3 |
4 |
3 |
გერმანია |
3 |
1 |
1 |
1 |
6-5 |
4 |
4 |
კოსტა რიკა |
3 |
1 |
0 |
2 |
3-11 |
3 |