ხვიჩა შუბითიძე - გარკვეული დროის შემდეგ „საბურთალო“ უკეთესად ითამაშებს #1TVSPORT
ხვიჩა შუბითიძე - გარკვეული დროის შემდეგ „საბურთალო“ უკეთესად ითამაშებს #1TVSPORT

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხვიჩა შუბითიძე წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და საერთოდ, ლაპარაკი გუნდის კრიზისზე არ გამართლდა. 

„კარგია, რომ მოვიგეთ და გათამაშების ცხრილში მდგომარეობა გავიუმჯობესეთ. მატჩის მსვლელობისას იყო ეპიზოდები, როდესაც ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვიყავი, რადგან შეხვედრა კარგად დავიწყეთ და დავწინაურდით. თუმცა, იყო უკმაყოფილების მომენტიც. პირველი ტაიმის ბოლოსკენ სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით, ასევე მეორე ნახევრის ბოლო ოცი წუთი. თუმცა, ვმუშაობთ, რომ პრობლემები აღმოვფხვრათ. მჯერა, გარკვეული დროის შემდეგ უკეთესად ვითამაშებთ“, – ამბობს ხვიჩა შუბითიძე.

წყალტუბოს „სამგურალთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ, „საბურთალომ“ 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა. ხვიჩა შუბითიძემ „საბურთალო“ სულ ორი კვირის წინ ჩაიბარა და ორი მატჩში ორი მოგებით ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა.