იური ამბიციურია - ტაბატაძე ბომბარდირებში დაწინაურდა, „საბურთალომ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT
იური ამბიციურია - ტაბატაძე ბომბარდირებში დაწინაურდა, „საბურთალომ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო. ორივე გუნდისთვის წინა ტური წარმატებული გამოდგა და ასე გაგრძელება სურდათ, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდი „საბურთალომ“ შეაჩერა.

თბილისელებმა უპირატესობა სწრაფი თამაშის ხარჯზე მოიპოვეს და ანგარიში სწრაფად გახსნეს. შეტევა გიორგი ლაცაბიძემ წამოიწყო და კარის წინ დმიტრი მანდრიჩენკოს უპასა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა 1:0.

საბურთალომ“ მეორე ტაიმში უპირატესობა გაზარდა. გიორგი ლაცაბიძის შესრულებული კუთხურის შემდეგ იური ტაბატაძემ მცველს დაასწრო და ზუსტი და ეფექტური თავური დარტყმით „სამგურალის“ კარი აიღო – 2:0. ეს 21 წლის ამბიციური ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონში მე-6 გოლია და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

11 ტურის შემდეგ, „საბურთალომ“ 20 ქულა მოიპოვა და მეოთხედან მეორე ადგილზე მშვენიერი ნახტომი გააკეთა. ხვიჩა შუბითიძის გუნდმა ბათუმის „დინამოს“ (19 ქულა) და გორის „დილას“ (19) გადაასწრო. რაც შეეხება „სამგურალს“, წყალტუბოელები 2 ქულით მე-7 ადგილზე დარჩნენ.


„საბურთალო“ – „სამგურალო“ 2:0


გოლები: 1:0 მანდრიჩენკო (16. ლაცაბიძის პასით), 2:0 ტაბატაძე (51. ლაცაბიძის პასით).

29.04. 2021. თბილისი. „მიხეილ მესხი – არენა“

საბურთალო“: გოშაძე – მალი, კაკუბავა, მუდრაკი, ლაცაბიძე- მანდრიჩენკო (83. ჯგერენაია), ტერა (65. ცნობილაძე), ძებნიაური, ლ. ნონიკაშვილი (83. ჯინჯოლავა) – გოჩოლეიშვილი (65. შულაია). ი. ტაბატაძე (76. გ. კოხრეიძე)

სამგურალი“: ქვილითაია – მჭედლიშვილი (58. ლექვთაძე), ლ. ქურდაძე, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი – გილმორი (46. ჩიხლაძე), ფონიავა (62. ი. ახვლედიანი), ბურჯანაძე (58. თ. კიკაბიძე) – დოლიძე, კუხიანიძე, დ. კირკიტაძე (58. ბანძელაძე)

მთავარი არბიტრი: ბ. ნინუა

გაფრთხილებები: პატარკაციშვილი (60), ლ. ქურდაძე (87)