ეროვნული ლიგა | სწრაფი კონტრიერიშები და ტეიდის ეფექტური დარტყმა - მეათე ტურის ტოპ-3 გოლი [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | სწრაფი კონტრიერიშები და ტეიდის ეფექტური დარტყმა - მეათე ტურის ტოპ-3 გოლი [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის შეხვედრები დაიწყება. „კავკასიონი არენაზე“ „თელავი“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, ხოლო გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „დილა“ „სამტრედიას“ მიიღებს.

მანამდე კი თვალი გადავალოთ მე-10 ტურის საუკეთესო გოლებს. ტურის 5 მატჩში 10 გოლი გავიდა. ეს საშუალოდ თამაშში 2 გოლია. ვერ ვიტვით, რომ ამჯერად გამორჩეულად ლამაზი გოლები ვიხილეთ. ამიტომ უკეთესები შევარჩიეთ.

 

3. სერგო კუხიანიძე

სამგურალი“ – „დინამო თბილისი” 2:0

წყალტუბოელების პირველი გოლი კონტრშეტევის კლასიკურ მაგალითად გამოდგება. ლუქმან გილმორმა ბაქარ ქარდავას ბურთი აართვა, სისწრაფით აჯობა და იუველირის სიზუსტით შეასრულა გადაცემა სერგო კუხიანიძის მისამართით, რომელიც მცველს გასცდა და მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა. „სამგურალმა“ ამ კონტრშეტევას სულ 8 წამი მოანდომა.

 

2. იური ტაბატაძე

„ლოკომოტივი“ – „საბურთალო“ 0:1

საბურთალომ“ „ლოკომოტივთან“ კონტრშეტევა ასევე სამაგალითოდ გაითამაშა. შეტევა მეკარე ოთო გოშაძემ წამოიწყო, მოედნის ცენტრში თავით ბრძოლა გიორგი გოჩოლეიშვილმა მოიგო და საჯარიმოსკენ დაძრული იური ტაბატაძე შენიშნა, რომელმაც საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას ჯერ ორთაბრძოლა მოუგო, მერე გაასწრო და ზუსტი დარტყმით თბილისური დერბის გმირი გახდა.

„საბურთალოს“ სამი მოთამაშის მონაწილეობით ბურთმა დაახლოებით 90 მეტრი 11 წამში დაფარა.

 

1. ბენჟამინ ტეიდი

ბათუმის „დინამო„ – „ტორპედო“ 1:1

ბენჟამინ ტეიდიმ ბათუმის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ეფექტური გოლით დააწინაურა. 26 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა მცველის მოგერიებული ბურთისთვის ორთაბძოლა მოიგო და საჯარიმოს სიახლოვიდან ისე ეფექტურად და ზუსტად გაისროლა, ქუთაისელთა მეკარე დინო ჰამზიჩს შანსი არ დატოვა და კარის „ცხრიანი“ შეარხია.