ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში მორიგი ეფექტური გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი გოლი გაიტანა იტალიის სერია A-ში, სადაც ქართველის „ნაპოლი“ „სასუოლოსთან“ სტუმრად თამაშობს.

23-ე ტურის მატჩში 22 წლის კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაშია და ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა – ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მცველებს ეფექტური მოძრაობებით გასცდა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

ხვიჩას შანსი აქვს, 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ ევროპის ტოპ ლიგაში ​პირველი ფეხბურთელი გახდეს, ვინც სადებიუტო სეზონში 10 გოლთან ერთად 10 საგოლე პასს შეასრულებს. ხვიჩას ანგარიშზე ამჟამად 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.