„ლევანტე“ „ელდენსეს“ დაუზავდა - ქოჩორაშვილმა ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
„ლევანტე“ „ელდენსეს“ დაუზავდა - ქოჩორაშვილმა ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „ელდენსეს“ სტუმრად ეთამაშა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ესპანეთის ლა ლიგა 2–ის მე-40 ტურში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა. ანგარიშის მიუხედავად, თამაში ძალიან სანახაობრივი იყო და ორივე გუნდმა არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა.

„ლევანტეს“ 57 ქულა აქვს, ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გადასასვლელ საპლეიოფო ზონას ოთხი ქულით ჩამორჩება.

როგორც ცნობილია, „ლევანტე“ ჩემპიონატში ბოლო ტურის მატჩს 2 ივნისს ჩაატარებს, ევრო 2024-ის დაწყებამდე 12 დღით ადრე. ჯერ უცნობია, ვალენსიელები რამდენი ხნით ადრე გაათავისუფლებენ ქართველ ფეხბურთელს კონტინენტის პირველობისთვის.