ზივზივაძემ სეზონი გოლით დააგვირგვინა - „კარლსრუემ“ „ელვერსბერგი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძისკარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში „ელვერსბერგს“ დაუპირისპირდა და სეზონის ბოლო შეხვედრა 3:0 მოიგო.

34-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩამდე ქართველი თავდამსხმელის გუნდმა ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი დაკარგა და მხოლოდ ის ირკვეოდა, საბოლოოდ რომელ ადგილზე გავიდოდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „კარლსრუემ“ მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარა. 52-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე სტუმართა განვითარებული შეტევა პოლ ნებელმა ქართველ თავდამსხმელს გაუგრძელა, რომელმაც „ელვერსბერგის“ კარი აიღო (სეზონში მეორედ) და ანგარიში გახსნა. 4 წუთში კი ფილიპ ჰაისემ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ლარს შტინდლიმ (79) დააფიქსირა.

საბოლოოდ, „კარლსრუემ“ 55 ქულა დააგროვა და სეზონი მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დაასრულა. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა (პლუს ერთი საგოლე პასი).