დელრეი ბიჩის ღია პირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა ხუან მარტინ დელ პოტრომ მერვეფინალში 6-4, 6-4 დაამარცხა ამერიკელი რილი ოპელკა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. გასული წლის ოქტომბერში შანხაის ტურნირზე მიღებული სერიოზული ტრავმის შემდეგ, არგენტინელისთვის ეს პირველი ტურნირია.
30 წლის სპორტსმენი მეოთხედფინალში ისევ ამერიკელს, ამჯერად მაკენზი მაკდონალდსს შეხვდება.