ხოჭოლავას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ხოჭოლავას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

თურქულ შეკრებაზე ყარაბაღთან (3:1) ამხანაგურ მატჩში დონეცკის შახტარის მცველი დათა ხოჭოლავა მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, მაგრამ 71-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა.

საბედნიეროდ, 25 წლის ქართველის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა: შახტარმა თურქულ შეკრებაზე ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ხოჭოლავამ ორივე მატჩი ითამაშა.

საქართველოს ნაკრების მცველი დანიის სუეპრლიგის ჰობროსთან (2:1) სპარინგში, დონეცკელთა შემადგენლობაში 70-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო პოლონეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან პოზნანის ლეხთან (3:0) ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.