ხოჭოლავა უკრაინის ტურის სიმბოლურშია
ხოჭოლავა უკრაინის ტურის სიმბოლურშია

დავით ხოჭოლავა უკრაინულმა სპორტულმა გამოცემამ (ua-football.com) InStat-ის შეფასების საფუძველზე პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველს ბოლო ტურში კარგი თამაში დაუფასდა. დონბასელებმა მე-20 ტურში ხოჭოლავას ყოფილ კლუბს, ოდესის „ჩერნომორეცს“ გასვლაზე 1:0 მოუგო, ქართველმა კი თამაში საიმედოდ ჩაატარა და ოდესელ თავდამსხმელებს გატანის შანსი არ მისცა.

InStat-ის სისტემა კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც აღრიცხავს, მოთამაშემ რამდენი კილომეტრი დაფარა, რამდენი გადაცემა გააკეთა, რამდენი ორთაბრძოლა მოიგო და ა.შ. სისტემა მოთამაშეებზე მეტ-ნაკლებად სრულფასოვან და ობიექტურ ინფორმაციას იძლევა.

შეგახსენებთ, ამ უქმეებზე საქართველოს ნაკრების წევრებიდან სიმბოლურ ნაკრებში რუსეთში მოთამაშე ჯანო ანანიძეც დაასახელეს.