ხელსაწყო, რომელიც შეამოწმებს გაქვთ თუ არა მოწონებული რუსული „ტროლების ქარხნის“ კონტროლირებადი გვერდი
ხელსაწყო, რომელიც შეამოწმებს გაქვთ თუ არა მოწონებული რუსული „ტროლების ქარხნის“ კონტროლირებადი გვერდი

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე სამართლიანი არჩევნების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ცუკერბერგის განცხადებით, სოციალური ქსელიდან წაიშალა რუსეთის ე. წ. ტროლების ქარხნის კუთვნილი მრავალი გვერდი და ანგარიში.

Facebook-ის დამფუძნებლის განცხადებით, რუსული ორგანიზაცია Internet Research Agency (IRA), იგივე „ტროლების ქარხანა“ ფლობს ათობით ათასი ყალბი ანგარიშისაგან შექმნილ ქსელს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების გზით მანიპულირებს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაზე და ცდილობს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას.


ცუკერბერგის თქმით, მოწინავე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ქსელის კუთვნილი ყალბი ანგარიშების იენტიფიცირება ამ წუთებშიც მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში, Facebook-დან ყველა მათგანი წაიშლება.

გარდა ამისა, ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირაში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც მარტივად შეამოწმებთ, გაქვთ თუ არა მოწონებული რუსული „ტროლების ქარხნის“ მიერ კონტროლირებადი გვერდი.

„ეს გვერდები და ანგარიშები გამიზნული იყო რუსეთის მოსახლეობაზე და რუსულენოვან ადამიანებზე ისეთ მეზობელ ქვეყნებში, როგორებიცაა მაგალითად, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და უკრაინა. ამ შემთხვევაში, ჩვენ მიერ წაშლილი ზოგიერთი გვერდი ეკუთვნოდა რუსული ახალი ამბების სააგენტოებს, რომლებსაც, როგორც ჩვენ გავარკვით, IRA აკონტროლებდა. თითოეული მათგანის Facebook-გვერდს სულ მცირე მილიონი მოწონება ჰქონდა, Instagram-ის ანგარიშებს კი ჰყავდა სულ მცირე 500 000 მიმდევარი. რამდენიმე კვირაში გამოვუშვებთ ახალ ხელსაწყოს, რომლის საშუალებითაც შეამოწმებთ, გაქვთ თუ არა მოწონებული რუსული ტროლების ქარხნის, ანუ IRA-ს მიერ კონტროლირებადი გვერდი“, — წერს ცუკერბერგი.

დატოვე კომენტარი