ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში შვედეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობის მეორე შეხვედრაში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 26:42 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ ისტორიულ მატჩში ჩვენმა გუნდმა ნიდერლანდებთან ანგარიშით 29:34 წააგო. შეხვედრის პირველი ნახევარი ნიდერლანდელთა გამარჯვებით, 19:12 დასრულდა, მეორე ტაიმში კი ჩვენმა ბიჭებმა მეტოქეს ორი ბურთით სძლიეს და ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
შეჯიბრებას გერმანიის ექვსი ქალაქი – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი მასპინძლობს. ჩვენი გუნდი E ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებთან თამაშობს. შეხვედრები მანჰაიმში, „საპ არენაზე“ იმართება.
15 იანვარი, 21:00 | ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
კონტინენტის პირველობაზე სამი დებიუტანტი ნაკრები – ფარერის კუნძულები, საბერძნეთი და საქართველო ასპარეზობს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
3. გიორგი ლაპიაშვილი („ბათუმი“) 7. ხაზეინ რუსტამოვი („ისკრა“, ბოსნია-ჰერცეგოვინა) 9. გიორგი არეშიძე („სტუ პეგასი“) 10. ირაკლი კბილაშვილი („პოტაისა“, რუმინეთი) 11. გიორგი ცხოვრებაძე („გუმერსბახი“, გერმანია) 12. ზურაბ ცინცაძე („აზოტი“, პოლონეთი) 14. თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი“, ჩრდილოეთ მაკედონია) 15. ირაკლი გოგოლაძე („ბათუმი“) 16. გიგი რუხაძე („ქუთაისი“) 18. ერეკლე არსენაშვილი („პუენტე“, ესპანეთი) 1. სანდრო დარსანია („ბელენენსეში“, პორტუგალია) 24. ზურაბ გოგავა („კოტბუსი“, გერმანია) 30. ზურაბ აბრამიშვილი („ბათუმი“) 34. მირიან გავაშელიშვილი („საბაცი“, სერბეთი) 71. გიორგი დიხამინჯია („ლოვოშიცე“, ჩეხეთი) 87. დავით ნიქაბაძე („სარატოვი“, რუსეთი) 94. ზურიკო სიმონია („ქუთაისი“). მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე.