ხელბურთი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დიდი ბრიტანეთი დაამარცხა #1TVSPORT
ხელბურთელ ვაჟთა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (M18 Championship) საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ჩაატარა და 39:36 მოიგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
თორნიკე გაგუა (მეკარე, 10 მოგერიება), ალექსანდრე შიოშვილი (12 გოლი), გიორგი კაპანაძე (9), დავით ხელისუფალი (5), ვახტანგ ხარებაშვილი (5), დავით გრიშიკაშვილი (4), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), საბა ფუტკარაძე (1), საბა ბუიღლიშვილი (1), ირაკლი გურული, გიორგი მაზანიშვილი, საბა შუბაშიშვილი, გიგა ბერიძე, ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე, თორნიკე გაგუა, ნიკოლოზ ნარიმანიძე.
ჩემპიონატს კოსოვო და სლოვაკეთი მასპინძლობენ და მასში 15 გუნდი თამაშობს. საქართველოს ნაკრები კოსოვოში ასპარეზობს, სადაც ტურნირში 7 გუნდი მონაწილეობს. B ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე, დიდი ბრიტანეთის გარდა, ლუქსემბურგის ნაკრებია. A ჯგუფში კი აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი და კოსოვო მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 აგვისტოს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მომდევნო ეტაპზე ჯგუფების 2-2 გამარჯვებული გადის, რომლებიც 17 აგვისტოს ნახევარფინალში ითამაშებენ, 18 აგვისტოს კი ფინალური მატჩი გაიმართება.