ხარაიშვილმა კონტრაქტი გაახანგრძლივა - 3,5 წლით „გიოტებორგში“
ხარაიშვილმა კონტრაქტი გაახანგრძლივა - 3,5 წლით „გიოტებორგში“

გიორგი ხარაიშვილმა „გიოტებორგთან“ ახალი, 3,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას შვედურმა საფეხბურთო კლუბის ოფიციალურმა გვერდი ავრცელებს.

„კლუბი და გიორგი ხარაიშვილი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. თავდამსხმელმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში 2022 წლის 31 ივლისამდეა. 2018 წელს გიორგი თბილისის „საბურთალოდან“ ჩამოვიდა, დასრულებულ სეზონში დიდ წარმატებებს მიაღწია და ალსვენსკანში „გიოტებორგის“ წამყვანი მოთამაშე იყო. გარიგება ოფციონის წესის გამოყენებით მოხდა. მას ყველა მხარე დაეთანხმა“. – წერს „გიოტებორგის“ ოფიციალური გვერდი.

ქართველთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კომენტარი გუნდის სპორტულმა მენეჯერმა იონას ოლსონმა გააკეთა.

„რა თქმა უნდა, მე ძალიან გახარებული ვარ, რადგან სწორედ ეს გვინდოდა. გიორგი სწორედ ისეთი კარგი მოთამაშეა, როგორიც მისი აყვანისას ვფიქრობდით. გარდა ამისა, ქართველი მხოლოდ 22 წლისაა და განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია“, – ამბობს ოლსონი.