ხარაიშვილის პირველი გასროლა - „გეტებორგმა“ ქართველის გოლით ქულა მოიპოვა [ვიდეო]
გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ალსვენსკანში (უმაღლესი ლიგა) სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-11 ტურში მისი გუნდი „გეტებორგი“ ბორასის „ელფსბორგს“ ესტუმრა და ქულას დასჯერდა 1:1.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა შვედეთის ჩემპიონატში „გეტებორგის“ ფორმა უკვე ექვსჯერ მოირგო, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში პირველად დააყენეს – ანგარიში 63-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვიდან სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა, თანაც საკმაოდ ეფექტურად. 79-ე წუთზე გიორგიმ მოედანი დატოვა.
„გეტებორგმა“ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე „ელფსბორგმა“ წონასწორობა აღადგინა 1:1 და შეხვედრა ასეც დასრულდა.
შვედეთის ჩემპიონატში გუნდმა სხვადასხვა რაოდენობის თამაშები ჩაატარეს – ზოგმა 11, „გეტებორგმა“ კი მხოლოდ ცხრა და 13 ქულით მეცხრე ადგილზეა.