გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში მორიგი გოლით გამოიჩინა თავი, მაგრამ „გიოტებორგს“ ამჯერადაც ვერ უშველა.
შვედეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, ალსვენსკანის 27–ე ტურში „სუნდსვალს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი „გიოტებორგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „გიოტებორგი“ 0:2-ს აგებდა, 88-ე წუთზე კი გიორგიმ პენალტით სხვაობა შეამცირა. თუმცა, მისმა გუნდმა მეტი ვერაფერი შეძლო და 1:2 დამარცხდა.
27 შეხვედრაში დაგროვებული 28 ქულით „გიოტებურგი“ მე–12 ადგილზეა და ალსვენსკანში დარჩენა, ფაქტობრივად გაინაღდა. ხარაიშვილმა კი 24-ე მატჩი ანგარიშზე რვა გოლი ჩაიწერა.