გიორგი ხარაიშვილი შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ დაასახელეს.
22 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა „ალსვენსკანის“ (შვედეთის ჩემპიონატი) მეშვიდე ტური ჩინებულად ჩაატარა. მისმა გუნდმა „გიოტებორგმა“ გასვლაზე „სირიუსი“ ანგარიშით 2:4 დაამარცხა, ქართველმა მეორე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, თანაგუნდელი საგოლე გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა და „გიოტებორგი“ ისევ დააწინაურა.
ხარაიშვილი გამარჯვებულებშიც და მოედანზეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სტატისტიკის საერთაშორისო გვერდმა, „სოფასქორმა“ (sofascore.com) გამოარჩია და ქართველი მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
ვებგვერდმა ქართველს 8,1 ქულა დაუწერა, ისევე როგორც კიდევ ორ მოთამაშეს. ამ მაჩვენებლით ხარაიშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშეებში მესამე – მეხუთე ადგილზეა.