ხაბიბისა და ტონის ხუთივე ჩაშლილი ბრძოლის მიზეზები ქრონოლოგიურად
ხაბიბისა და ტონის ხუთივე ჩაშლილი ბრძოლის მიზეზები ქრონოლოგიურად

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მოყვარულები ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლას 18 აპრილს კვლავ ვერ იხილავენ. დაღესტნელმა ჩემპიონმა გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ის არ აპირებს რუსეთის ფედერაციის საზღვრების დატოვებას და თვითიზოლაციის დარღვევას. როგორც იცით, ხაბიბისა და ტონის ბრძოლა უკვე მეხუთედ ჩაიშალა და ბევრი ამ დაპირისპირებას დაწყევლილსაც უწოდებს. გთავაზობთ, ყველა ჩაშლილი ბრძოლის მიზეზს თანმიმდევრულად:

2015 წლის 11 დეკემბერი – ხაბიბისა და ტონის ბრძოლა ხაბიბის ნეკნის ტრავმის გამო გადაიდო.

2016 წლოის 16 აპრილი – ხაბიბისა და ტონის ბრძოლა ტონის ჯანმრთელობის პრობლემის გამო არ შედგა. ფერგიუსონს ფილტვებში სითხე აღმოუჩინეს.

2017 წლის 4 მარტი – ხაბიბისა და ტონის ბრძოლა ხაბიბის საავადმყოფოში გადაყვანის გამო ჩაიშალა. ნურმაგომედოვმა წონის კლების პროცესში თავი შეუძლოდ იგრძნო და საავამდყოფოში გადაიყვანეს.

2018 წლის 7 აპრილი – ხაბიბისა და ტონის ბრძოლა ტონის მუხლის ტრავმის გამო გადაიდო

2020 წლის 18 აპრილი – ხაბიბისა და ტონის მეხუთედ ჩაშლილი ბრძოლა ხაბიბის რუსეთში ჩარჩენას უკავშირდება. დაღესტნელმა ამერიკაში ჩასვლაზე უარი განაცხადა.