ხაბიბ ნურმაგომედოვი - კონორს სიამოვნებით ვურტყამდი (ვიდეო)

ყველას, ვისაც ხაბიბ ნურმაგომედოვისა და მაიკლ ჯონსონის დაპირისპირება ახსოვს, (რომელიც 2016 წელს გაიმართა) ისიც ემახსოვრება, რომ დაღესტნელი მებრძოლი მოწინააღმდეგეს ბრძოლის დასრულებამდე დანებებას სთავაზობდა, რომ ზედმეტი ზიანი არ მიეყენებინა.

როგორც ხაბიბი აცხადებს, მას ოქტაგონზე ხალხის დასახიჩრება სიამოვნებას არ ანიჭებს. გამონაკლისი მხოლოდ ერთი ბრძოლაა.

ნურმაგომედოვის თქმით ის ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს ბრძოლის დროს სიამოვნებით უსწორდებოდა და იმ შემთხვევაში თუ მომავალში მათი ბრძოლა განმეორდა, ამას კვლავ სიამოვნებით გააკეთებს.