კევინ ტრაპი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს
კევინ ტრაპი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მეკარე კევინ ტრაპი 2019 წლის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან. 29 წლის გერმანელი იძულებულია გადაიტანოს ოპერაცია მარცხენა მხარზე კუნთის გაწყვეტის გამო, – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.

„აინტრახტმა“ ამ ზაფხულს გამოისყიდა ტრაპი „პარი სენ-ჟერმენიდან“. მან ამ გუნდში 11 მატჩის გამართვა მოასწრო და 15 გოლი გაუშვა.

ბუნდესლიგის ექვსი ტურის შემდეგ, „აინტრახტი“ 10 ქულით მეცხრე ადგილზეა და ლიდერ „ბაიერნს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.