კენჭაძე და ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
კენჭაძე და ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩენპიონატმა ჭიდაობაში. პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57, 65, 70, 79 და 97 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვიდნენ.

79 კგ-ში მოასპარეზე ნიკა კენჭაძე და 97 კგ-ში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძე კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში იჭიდავებენ. ფინალში გასასვლელად, კენჭაძე სომეხ ან სლოვაკ სპორტსმენს შეხვდება, ხოლო ოდიკაძე თურქ სულეიმან კარადენიზს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალები 20:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ლიზენციები არ გათამაშდება.