კეინმა შეიძლება „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალი გამოტოვოს #1TVSPORT
MIAMI GARDENS, FLORIDA - JUNE 20: Harry Kane #9 of Bayern Munich runs on the field during the FIFA Club World Cup 2025 group C match between FC Bayern Munich and CA Boca Juniors at Hard Rock Stadium on June 20, 2025 in Miami Gardens, Florida. (Photo by Andrew J. Clark/ISI Photos/ISI Photos via Getty Images)
„ბაიერნის“ ფორვარდს, ჰარი კეინს „რეალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის გამოტოვება ემუქრება. შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება.
კეინმა მარტში ვერ ითამაშა ინგლისის ნაკრების ორივე ამხანაგურ მატჩში. ინგლისელთა დამრიგებელმა, თომას ტუხელმა სიტუაციის კომენტირებისას ფორვარდის დაზიანებას უმნიშვნელო უწოდა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, კეინმა იაპონიასთან ამხანაგური მატჩის წინ მიკროტრავმა მიიღო.
ბრიტანული პრესა აზუსტებს, რომ ლაპარაკია ტერფის დაზიანებაზე, მაგრამ თავად ტუხელმა უარი თქვა დეტალების დაზუსტებაზე. რამდენიმე გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ხუთშაბათს „ბაიერნის“ სამედიცინო ჯგუფი ფორვარდის კომპლექსურ გამოკვლევას ჩაატარებს.
ამ სეზონში კეინმა „ბაიერნის“ რიგებში 40 მატჩში 48 გოლი გაიტანა. ეს 30 წლის ინგლისელის კარიერაში საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებელია.