კეინმა პირველად ივარჯიშა ამ სეზონში „ტოტენჰემის“ რიგებში #1TVSPORT
კეინმა პირველად ივარჯიშა ამ სეზონში „ტოტენჰემის“ რიგებში #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა პირველი ვარჯიში ჩაატარა ამ სეზონში თავის გუნდთან ერთად, – დაწერა Sky Sports-მა.

დღემდე კეინი იზოლაციაში იმყოფებოდა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ და გამოტოვა პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, რომელიც „ტოტენჰემმა“ 1:0 მოიგო.

ცნობილია, რომ „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესებულია კეინის ტრანსფერით და გაჩნდა ჭორები, თითქოს ფორვარდი ბოიკოტს უცხადებდა ვარჯიშებს კლუბის შეცვლის სურვილის გამო. თავად ფეხბურთელმა უარყო ეს ინფორმაცია.

კეინი შეიძლება ხუთშაბათს ვიხილოთ მოედანზე კონფერენციის ლიგის კვალიფიკაციის მატჩში პორტუგალიური „პასუშ დე ფერეირას“ წინააღმდეგ.