„რეალის“ ნახევარმცველს, კაზემიროს მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთს“ წელს ყველაზე მეტად მისი თანაგუნდელი, ქარიმ ბენზემა იმსახურებს.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვთამაშობდე ისეთ ფეხბურთელთან ერთად, როგორიც ქარიმ ბენზემაა, – ციტირებს კაემიროს სიტყვებს Marca.
– ამ სეზონში, როგორც საუკეთესო მოთამაშეს „ოქროს ბურთი“ სწორედ ბენზემას უნდა გადაეცეს. ის ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს“.
საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის, „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.