კაზემიროს მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთს“ ბენზემა იმსახურებს  #1TVSPORT
კაზემიროს მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთს“ ბენზემა იმსახურებს #1TVSPORT

„რეალის“ ნახევარმცველს, კაზემიროს მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთს“ წელს ყველაზე მეტად მისი თანაგუნდელი, ქარიმ ბენზემა იმსახურებს.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვთამაშობდე ისეთ ფეხბურთელთან ერთად, როგორიც ქარიმ ბენზემაა, – ციტირებს კაემიროს სიტყვებს Marca.

– ამ სეზონში, როგორც საუკეთესო მოთამაშეს „ოქროს ბურთი“ სწორედ ბენზემას უნდა გადაეცეს. ის ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს“.

საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის, „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.