„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა კაზემირომ „პარი სენ-ჟერმენი“ დააინტერესა, – ამის შესახებ წერს ესპანური გამოცემა Sport.es.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელიც განიხილავს პარიზულ კლუბში გადასვლის შესაძლებლობას.
აღნიშნავენ, რომ კაზემიროს ამგვარი განწყობა გამოწვეულია იმით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოეთიშა ევროტურნირებს, გარდა ამისა, ნახევარმცველს მიაჩნია, რომ პსჟ-ს უფრო მაღალი ხელფასის შეთავაზება შეუძლია.
კაზემირო მანჩესტერულ კლუბში „რეალიდან“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. ბრაზილიელის მოქმედი კონტრაქტი „იუნაიტედთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.